GEO
Estd · Kakheti · 2012

ჩვენს შესახებ

ოჯახური მარანი კახეთში — სადაც ღვინო ქვევრში, ხელითა და მოთმინებით იქმნება, ზუსტად ისე, როგორც საუკუნეების წინ.

„მარანი კალო" ინახავს ადგილობრივ, უბერებელ ტრადიციებს — ქვევრის ღვინო, რომელიც სამი თაობის ცოდნით იქმნება.

„მარანი კალო” ოჯახური მარანია კახეთში, სიღნაღის მახლობლად, ნუკრიანის გორაკზე. აქ ღვინო ისე კეთდება, როგორც საუკუნეების წინ — ქვევრში, ხელით, მოთმინებით.

ჩვენი ფილოსოფია

ჩვენთვის ღვინო არ არის უბრალო პროდუქტი — ის მიწის, ვაზისა და ადამიანის შრომის ერთობლივი ნაყოფია. ვიყენებთ მხოლოდ საკუთარ ყურძენს, ბუნებრივ პროცესს და ქვევრის ტრადიციას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

სამი თაობა

2012 წლიდან ჩვენი მარანი ინახავს ადგილობრივ, უბერებელ ტრადიციებს. სამი თაობის ცოდნა, ერთი მიწა და ერთი მიზანი — ღვინო, რომელიც გულს გაგიხსნის.

01 — ტრადიცია

ქვევრის ღვინო

ღვინოს ვაყენებთ ქვევრში — მიწაში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში, რომელიც თვეების განმავლობაში ანელებს და ამდიდრებს ღვინის ხასიათს. ეს რვაათასწლიანი ქართული მეთოდი დღემდე ცოცხალია კალოს მარანში.

„კალოს ქვევრის ღვინო გულს გაგიხსნის, მარტოობის დარდებს გაგიქარვებს."
— მარანი კალო
02 — ხელნაკეთობა

ყოველი ბოთლი — ხელით

ყოველი მტევანი ხელით იკრიფება, ყოველი ქვევრი ფრთხილად მოწმდება. ეს არ არის მასობრივი წარმოება — ეს ხელნაკეთობაა, სადაც ყოველ ბოთლს თავისი ისტორია აქვს.

0
ჰექტარი
0
ქვევრი
0
თაობა
0
დაარსდა
— International recognition —

საერთაშორისო აღიარება

2012
Decanter World Wine Awards · Bronze Medal
2015
Decanter World Wine Awards · Bronze Medal
— Discover the wines — გაიცანი ჩვენი ღვინო